მამარდაშვილის დებიუტი ენფილდზე - ლივერპულმა საუთჰემპტონს მოუგო
ენფილდზე ქართული ისტორია დაიწყო. გიორგი მამარდაშვილმა EFL Cup-ზე ლივერპულის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და ოფიციალურ მატჩში დებიუტი ჰქონდა.
მერსისაიდულმა გრანდმა 2:1 მოიგო. აღსანიშნავია, რომ ქართველ მეკარეს ბევრი საქმე არ ჰქონდა და გაშვებულ გოლში მისი დადანაშაულება შეუძლებელია.
მთელი მატჩის განმავლობაში ლივერპული აქტიურობდა და საუთჰემპტონმა საკუთარი თამაში კონტრ-შეტევებზე ააგო.
ანგარიში 43-ე წუთზე ისაკმა გახსნა და პირველი ტაიმი სლოტის გუნდმა 1:0 მოიგო. მამარდაშვილი გამოსვლებზე დამაჯერებელი იყო და რამდენჯერმე მოწინააღმდეგის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ნახტომით ჩაჭრა.
76-ე წუთზე მამარდაშვილის კარი ჩარლსმა აიღო. 85-ე წთზე ეკიტიკემ მერსისაიდელები დააწინაურა, თუმცა მაისური გაიხადა და ამის გამო მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, მოედნიდან გააძევეს.
მატჩის დასრულების შემდეგ, გიორგი მამარდაშვილმა ავტორიტეტული გამოცემა Sofascore-სგან 7.0 შეფასება მიიღო.