ფუტსალი | საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავიდა
ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში საქართველო სლოვაკეთს ესტუმრა, 5:3 დამარცხდა, თუმცა ორი მატჩის ჯამში 7:6 გაიმარჯვა და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გავიდა.
მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ანგარიში მე-6 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. თავი დრაჰოვსკიმ გამოიჩინა, რასაც 10 წუთში ჩიმაკაძემ უპასუხა და წონასწორობა აღადგინა.
მე-17 წუთზე დრაჰოვსკიმ დუბლი შეასრულა და პირველი ტაიმი მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა. 26-ე წუთზე ბელანიკმა მესამე გოლი გაიტანა და სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა.
31-ე და 32-ე წუთებზე სებისკვერაძემ და თოდუამ გაიტანეს. ანგარიში გათანაბრდა, თუმცა მატჩის მიწურულს ზატოვიჩმა და ბაკომ გაისროლეს 5:3 დააფიქსირეს და საქართველოს მძიმე ბოლო წუთების გადატანა მოუწია. საბოლოოდ მეტი გოლი აღარ გასულა და ავთანდილ ასათიანის შეგირდები ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ.