გიორგი კვერნაძე, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

უდინეზემ გოგლიჩიძის გარეშე მოიგო | კვერნაძე იტალიის თასს დაემშვიდობა

იტალიის თასის 1/16-ფინალში კოსტა რუნიაიჩის გაწვრთნილმა „უდინეზემ'' შინ „პალერმოს'' 2:1 მოუგო. რუნიაიჩმა საბა გოგლიჩიძე მატჩის ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დატოვა. „უდინეზე'' ამ გამარჯვებით მერვედფინალში გავიდა.

„კალიარიმ’’ შინ „ფროზინონეს’’ 4:1 მოუგო. 67-ე წუთამდე ანგარიში 1:1 იყო, თუმცა დარჩენილ დროში მასპინძლებმა 3 გოლი შეაგდეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

„ფროზინონეს’’ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ გიორგი კვერნაძე სასტარტოში შეუცვლელად ათამაშა. დღეს ქართველ შემტევს საუკეთესო თამაში არ ჰქონია.

სერია B-ს მიმდინარე სეზონში 22 წლის ქართველმა გარემარბმა ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა, იტალიის თასზე 2 მატჩში 1 გოლი შეაგდო, „მონცას'' გაუტანა.

გასული სეზონის მეორე ნახევრიდან მოყოლებული გიორგი კვერნაძეს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს. დღევანდელი მატჩის წინ „კალიარის“ სპორტულმა დირექტორმა გვიდო ანგელოციმ კვერნაძის შესახებ ისაუბრა: „გეჯემისი სერია A-ს დონის ფეხბურთელია, ისევე როგორც გიორგი კვერნაძე. ისინი არიან მოთამაშეები, რომლებსაც რაღაც განსაკუთრებული აქვთ და მათზე მაღალი მოთხოვნა სწორედ ამიტომ არის.“

გასულ ზაფხულში კვერნაძე სერია A-ს რამდენიმე კლუბს დაუკავშირეს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 1.5 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები