ოქროს ბურთი, ლამინ იამალი
Aa
Aa

„შვილს დათვურ სამსახურს უწევს“ - ესპანელი ჟურნალისტი იამალის მამას აკრიტიკებს

ლამინ იამალის მამა მუნირ ნასრაუი ხმამაღალი განცხადებებითა და თამამი ქმედებებით გამოირჩევა. მან მოლოდინები ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიის შემდეგაც გაამართლა.

ნასრაუი კენჭისყრის შედეგებით გაღიზიანებული დარჩა.

„ეს ქურდობა არ არის, მაგრამ მორალური ზიანი მიყენებულია. ლამინ იამალი უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში, და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ის ჩემი შვილია. მას კონკურენტები არ ჰყავს. რაღაც ძალიან უცნაური მოხდა. მომავალ წელს ოქროს ბურთი ესპანელების იქნება",

- განაცხადა მუნირ ნასრაუიმ.

ესპანელმა ჟურნალისტმა რიკარდო რეიესმა კი იამალის მამა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ თავის შვილს ასეთი ქმედებებით ზიანს აყენებს.

„მე მეჩვენება, რომ ეს პატიოსანი და სამართლიანი ცერემონია იყო: ვინც გაიმარჯვა, იცოდა, როგორ მიეღო ეს, და ვინც ვერა, მათაც იცოდნენ თავი როგორ დაეჭირათ.

ყველაფერი რიგზე იყო მანამ, სანამ იამალის მამა არ გამოჩნდა. ის შვილს დათვურ სამსახურს უწევს, როცა ამბობს იმას, რასაც 18 წლის ბიჭზე საჯაროდ ამბობს. რაც უფრო შორს იქნება მამა საჯაროობისგან, მით უკეთესი ლამინისთვის",

- თქვა რიკარდო რეიესმა Radio Marca-ს ეთერში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები