„მადლობა მთელ გუნდს. პსჟ დიდი ოჯახია“ - დემბელე ოქროს ბურთის მოგების შემდეგ
„პარი სენ-ჟერმენის“ შემტევმა, უსმან დემბელემ ოქროს ბურთის მოგების შემდეგ, ღონისძიებაზე მისულ ხალხს მიმართა და ემოციებიც ვერ შეიკავა. ფრანგმა თავდამსხმელმა ოჯახის წევრებს და გუნდის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
რა თქვა დემბელემ:
„ის, რაც ახლახან განვიცადე, განსაკუთრებულია. სიტყვები ნამდვილად არ მყოფნის, პსჟ-სთან ერთად ეს წელი წარმოუდგენელი იყო. კარიერაში ბევრი რამ მოხდა და ცოტა ვნერვიულობ კიდეც. ხედავთ, რომ ამ ჯილდოს მოგება მარტივი არ არის.“
„ოქროს ბურთის მოგება ნამდვილად განსაკუთრებულია და ვამაყობ ყველაფრით, რასაც კარიერის განმავლობაში მივაღწიე. მინდა მადლობა გადავუხადო პსჟ-ს 2023 წლიდან ჩემთან თანამშრომლობისთვის. მთელი გუნდი ნამდვილად ოჯახივითაა. პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი ჩემთვის მამასავითაა. მთელი პსჟ-ს პერსონალიც ასეა, განსაკუთრებით ლუის ენრიკე, რომელიც ასევე მამასავითაა. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ჩემს თანაგუნდელებს, რომლებიც მხარში მედექით როგორც კარგ, ისე ცუდ პერიოდში. ეს ინდივინდუალური ჯილდო ნამდვილად გუნდმა მოიგო.“
„და ბოლოს, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, დედაჩემს... ისინი ყოველთვის ჩემს გვერდით იყვნენ და რთულ დროს მხარში მედგნენ. ასევე, ჩემს აგენტს, რომელსაც ყოველთვის სჯეროდა ჩემი და მოტივაციას მაძლევდა. მან მითხრა, რომ ერთ დღეს ოქროს ბურთს მოვიგებდი.“
Matters as well ???????? #ballondor pic.twitter.com/Jsxpl5QV9d
— Ballon d'Or (@ballondor) September 22, 2025
გასული სეზონის ტრიუმფატორი კლუბის, „პარი სენ-ჟერმენის“ 28 წლის ლიდერმა გამოკითხვაში მეორე-მესამე ადგილებზე გასულ ლამინ იამალსა და ვიტინიას აჯობა და ჯილდო სრულიად დამსახურებულად ჩაიბარა. რაც შეეხება ქალთა ფეხბურთის ლაურეატს, „ფრანს ფუტბოლის“ პრიზი ზედიზედ მესამედ აიტანა ბონმატიმ მიიღო, რითაც ლიონელ მესისა და მიშელ პლატინის მიღწევები გაიმეორა.