უსმან დემბელე
Aa
Aa

ეს მხოლოდ 10-მა ფეხბურთელმა შეძლო - დემბელე ლეგენდებს შეუერთდა

„პარი სენ-ჟერმენის“ შემტევი უსმან დემბელე, რომელიც France Football-მა 2025 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულად დაასახელა, ელიტარული კლუბის წევრი გახდა. ფრანგი ფეხბურთელი გახდა ისტორიაში მეათე ფეხბურთელი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა და „ოქროს ბურთი“ აქვს მოგებული.

პირველმა ამას ბობი ჩარლტონმა მიაღწია, რომელმაც 1966 წელს მუნდიალი და „ოქროს ბურთი“ მოიგო, 1968 წელს კი „მანჩესტერ იუნაიტენდთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგაზე იმარჯვა.

ლეგენდარული ინგლისელის ეს მიღწევა მოგვიანებით შემდეგმა ფეხბურთელებმა გაიმეორეს:

გერდ მიულერი (ოქროს ბურთი - 1970, მსოფლიო ჩემპიონატი - 1974, ჩემპიონთა ლიგა - 1974);

ფრანც ბეკენბაუერი (ოქროს ბურთი - 1972, მსოფლიო ჩემპიონატი - 1974, ჩემპიონთა ლიგა - 1974);

პაოლო როსი (ოქროს ბურთი - 1982, მსოფლიო ჩემპიონატი - 1982, ჩემპიონთა ლიგა - 1985);

ზინედინ ზიდანი (ოქროს ბურთი - 1998, მსოფლიო ჩემპიონატი - 1998, ჩემპიონთა ლიგა - 2002);

რივალდო (ოქროს ბურთი - 1999, მსოფლიო ჩემპიონატი - 2002, ჩემპიონთა ლიგა - 2003);

რონალდინიო (ოქროს ბურთი - 2005, მსოფლიო ჩემპიონატი - 2002, ჩემპიონთა ლიგა - 2005);

კაკა (ოქროს ბურთი - 2007, მსოფლიო ჩემპიონატი - 2002, ჩემპიონთა ლიგა - 2007);

ლიონელ მესი (ოქროს ბურთი - 2009, მსოფლიო ჩემპიონატი - 2022, ჩემპიონთა ლიგა - 2006);

უსმან დემბელე (ოქროს ბურთი - 2025, მსოფლიო ჩემპიონატი - 2018, ჩემპიონთა ლიგა - 2025).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ენრიკე: პსჟ წაგებებს არაა შეჩვეული, მაგრამ ეს ფეხბურთია
ენრიკე: პსჟ წაგებებს არაა შეჩვეული, მაგრამ ეს ფეხბურთია