გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„ალისონი ძალიან დამეხმარა“ | გიორგი მამარდაშვილი დებიუტის მოლოდინში

გიორგი მამარდაშვილი დებიუტის მოლოდინშია. კარაბაოს თასზე „ლივერპული“ „საუთჰემპტონს“ დაუპირისპირდება და ინგლისური მედიის ინფორმაციით, „მამარდა“ „წითლების“ მაისურით პირველ შეხვედრას სწორედ „წმინდანების“ წინააღმდეგ გამართავს.

მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით ქართველმა მეკარემ „ლივერპულის“ ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა: „მოთმინება უნდა გამოვიჩინო. თავდაუზოგავად ვმუშაობ და დებიუტის პერსპექტივით აღფრთოვანებული ვარ. ეს შეიძლება, ჩემი პირველი ოფიციალური მატჩი იყოს და ძალიან ბედნიერი ვარ. მნიშვნელობა არ აქვს, ვითამაშებ თუ არა - მზად უნდა ვიყო და ყოველდღიურად ბევრს ვმუშაობ.

ლივერპულში ძალიან კარგი ადამიანები მუშაობენ. ალისონი პროგრესში ძალიან დამეხმარა. ბავშვობაში ალისონის, ვან დეიკისა და სალაჰის დონის ფეხბურთელებთან შეხვედრაზე ვოცნებობდი. ახლა მათ გვერდით ვარ და ეს მაბედნიერებს. ლივერპულში ბევრი მაღალი კლასის მოთამაშეა. ეს გუნდში გადმოსვლამდეც ვიცოდი, მაგრამ სიგიჟეა, რასაც ვხედავ.

ვფიქრობ, ნებისმიერი ტურნირი მნიშვნელოვანია. კარაბაოს თასი კიდევ ერთი შანსია, რომ გულშემატკივრებს სიამაყის საფუძველი მივცეთ. რატომ 25 ნომერი? მამაჩემიც გოლკიპერი იყო და 25 ნომრით თამაშობდა. მის მემკვიდრეობას ვაგრძელებ.“

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისა“ და „საუთჰემპტონის“ მატჩი დღეს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება და არნე სლოტის გუნდი მასპინძლის სტატუსით იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პარიზელთაგან ყველაზე სახიფათო იყო, მაგრამ მოლოდინები ვერ გაამართლა“ - ფრანგული მედიის შეფასება
„პარიზელთაგან ყველაზე სახიფათო იყო, მაგრამ მოლოდინები ვერ გაამართლა“ - ფრანგული მედიის შეფასება