„ვინის როცა ცვლიან პანიკებს აწყობს, ეს მბაპეს გუნდია და უნდა შეეგუოს...“
ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი ანტონიო რომერო ვინისიუსს „რეალის" მთავარ ფეხბურთელად აღარ მიიჩნევს და ამბობს, რომ ეს უკვე მბაპეს გუნდია. ბრაზილიელის გავლენა და წონა ნელ-ნელა იკლებს.
„ესპანიოლთან“ (2:0) ლა ლიგის ბოლო ტურში ბრაზილიელი შეცვლით უკმაყოფილო დარჩა და ეს ღიად დააფიქსირა.
„ვინისიუსი გუნდში ბალანსს არ არღვევს, მაგრამ ის აღარ არის გუნდის ნომერ პირველი ფეხბურთელი. ახლა ეს მბაპეს რეალია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვინისიუსის სტატუსი შეიცვალა. ან ვინისიუსი შეეგუება ამას, ან პრობლემები შეექმნება.
ახალი მწვრთნელი მოვიდა და როდესაც ის ვინისიუსს ცვლის, იგი ისტერიკას აწყობს. ასეთი დამოკიდებულება არ გამოდგება.
მწვრთნელმა უთხრა, რომ ან თავი ხელში აეყვანა, ან არ ეთამაშა. გაბრაზება, როგორც გათამამებული ბავშვი, როდესაც მას ცვლიან, გამოსავალი არ არის",
- განაცხადა ჟურნალისტმა ანტონიო რომერომ.
შეგახსენებთ, რომ ვინისიუსი და „რეალი“ ახალი კონტრაქტის პირობებზე დღემდე ვერ აღწევენ შეთანხმებას. ბრაზილიელი ანაზღაურების საგრძნობლად გაზრდას ითხოვს, გუნდში მისი სტატუსის გამო. ჩაბი ალონსოს დანიშვნის დღიდან კი მისმა სტატუსმა შემცირება დაიწყო.