ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ზურიკოს ბრწყინვალე გარღვევას გოლი მოჰყვა | სენტ-ეტიენმა ამიენს მოუგო

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-7 ტურში „ამიენი'' შინ „სენტ-ეტიენთან'' 0:1 დამარცხდა. 

სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში ზურიკო დავითაშვილმა შუცვლელად ითამაშა. ქართველი გარემარბი აქტიური იყო, შეტევებს ამწვავებდა, მეტოქის მცველებს პრობლემებს უქმნიდა. ერთადერთი გოლი სწორედ მის აქტიურობას მოჰყვა, ბრწყინვალე გარღვევის შემდეგ ბურთი ძელს გაარტყა, დამატებაზე ლუკას სტასინმა შეაგდო და ამ გოლით „სენტ-ეტიენმა'' 3 ქულა მოიპოვა.

სენტ-ეტიენის გოლი

 

დავითაშვილის გამორჩეული მომენტები VS ამიენი

24 წლის დავითაშვილმა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ექვს მატჩში 3 გოლი გაიტანა.

7 ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენი’’ ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია, 5 მატჩი მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, 17 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები