გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა | მიქაუტაძის ბრწყინვალე გარღვევა და საგოლე პასი

ესპანეთის ლა ლიგის მე-6 ტურში „სევილია’’ შინ „ვილიარეალთან’’ 1:2 დამარცხდა. სტუმართა გამარჯვებაში გიორგი მიქაუტაძემ დიდი წვლილი შეიტანა, სათადარიგოთა სკამზე იჯდა, 69-ე წუთზე თამაშში ჩაერთო, 86-ე წუთზე ბრწყინვალე გარღვევის შემდეგ მანორ სოლომონის მისამართით საგოლე პასი შეასრულა, სოლომონმა ეს შანსი გამოიყენა და მარსელინიოს გუნდმა 3 ქულა მოიპოვა.

ლა ლიგის ბოლო ორ ტურში ქართველი ფორვარდის აქტივში 2 საგოლე მოქმედებაა, მე-5 ტურში „ვილიარეალმა'' შინ „ოსასუნას'' მოუგო, მასპინძელთაგან პირველი გოლი მიქაუტაძის აქტივში იყო, დღეს კი მე-6 ტურის შეხვედრაში საგოლე პასი შეასრულა.

ლა ლიგის საწყის ექვს ტურში „ვილიარეალმა'' 4 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 1 დათმო, 13 ქულით მესამე ადგილზეა, ამდენივე ქულაა მეორეადგილოსან „ბარსელონას'' აქტივში, თუმცა კატალონიელებმა 5 მატჩი ჩაატარეს, მე-6 ტურის შეხვედრას „ოვიედოსთან'' სტუმრად გამართავენ. სატურნირო ცხრილს მადრიდის „რეალი'' 18 ქულით ლიდერობს, „სამეფო კლუბმა'' ექვს ტურში ქულათა მაქსიმუმი დააგროვა.

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფუტსალი | საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავიდა
ფუტსალი | საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავიდა