„ცურვა არ ვიცოდი და მდინარეში გადავხტი“ | მერაბმა კორმიეს ინტერვიუ მისცა
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, დენიელ კორმიემ მერაბ დვალიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც Youtube-ის საკუთარ არხზე ხვალ გამოაქვეყნებს. მანამდე, „დისიმ“ ნაწყვეტი შემოგვთავაზა, რომელშიც „მანქანა“ საკუთარ ბავშვობას იხსენებს.
„ნამდვილი ამბავია, რომ 6 წლის ასაკში კინაღამ მდინარეში დავიხრჩვე და ჩემმა ძმამ გადამარჩინა. ჩემი ძმა მდინარეში ბანაობდა და მეც გადავხტი. მინდოდა, დამეცინა და მეთქვა: „აი, მეც შემიძლია იმავეს გაკეთება.“
ღრმა წყალში შევედი და დინებამ წამიღო. წყლის ქვეშ აღმოვჩნდი და დახმარებასაც ვერ ვითხოვდი, რადგან ვერც ყვირილს ვახერხებდი. დიდ ქვას ჩავჭიდე ხელი და ამ მდგომარეობაში ვიყავი. ეს რომ არ გამეკეთებინა, დინება ბოლომდე წამიღებდა. ბოლოს ჩემმა მეორე ძმამ დამინახა და დამეხმარა. ამ ამბიდან მალევე, ცურვა ვისწავლე... გიჟი ბავშვი ვიყავი.“
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონია და ტიტულს UFC 320-ზე დაიცავს. „მანქანის“ მეტოქე კორი სენდჰეგენი იქნება და ღონისძიება თბილისის დროით, 5 ოქტომბერს გაიმართება.