ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„მისთვის ტკივილის მიყენება შეგვიძლია“ | ილიას მწვრთნელი მახაჩევთან შესაძლო ჩხუბზე

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ილია თოფურიას მწვრთნელმა, ხავი კლიმენტმა „ელ მატადორის“ მომავალზე ისაუბრა. კლიმენტმა იმედი გამოთქვა, რომ თოფურია ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ იჩხუბებს და დარწმუნებულია, რომ მას დაამარცხებს.

„ილიასა და მახაჩევის ჩხუბს სიამოვნებით ვნახავდი. ამას როგორც მწვრთნელი, ისე MMA-ს გულშემატკივარი ვამბობ. თოფურიას ამ ორთაბრძოლისთვის დიდი სიამოვნებით მოვამზადებდი და მჯერა, ილია გაიმარჯვებდა.

მახაჩევი შესანიშნავი მებრძოლია, მაგრამ ვიცით, რომ მისთვის ტკივილის მიყენება შეგვიძლია. ეჭვი არ მეპარება, რომ ის ილიას ვერ შეაჩერებს და ამ ბრძოლის შემდეგაც თოფურიას ხელს აღმართავენ. ჩვენ წინაშეა ოცნება, რომლის ასრულებაც დიდი ხანია გვინდა და მიზნის მისაღწევად თავდაუზოგავად ვიმუშავებთ. ეს არის ჩხუბი, რომელიც ილიას უფრო დიდ მოვლენად აქცევს და ყველა დაინახავს, რას წარმოადგენს.“

შეგახსენებთ, რომ მახაჩევი ქვესაშუალო წონით დივიზიონში ავიდა და მომდევნო ორთაბრძოლას ჯეკ დელა მადალენას წინააღმდეგ გამართავს. ილიას მომდევნო მეტოქე ჯერჯერობით უცნობია. ბოლო პერიოდში პედი პიმბლეტის, არმან ცარუკიანისა და ჯასტინ გეიჯის კანდიდატურები სახელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ალისონი ძალიან დამეხმარა“ | გიორგი მამარდაშვილი დებიუტის მოლოდინში
„ალისონი ძალიან დამეხმარა“ | გიორგი მამარდაშვილი დებიუტის მოლოდინში