ჩარლზ ოლივეირა, დიეგო ლოპესი, რაფაელ ფიზიევი
Aa
Aa

დიეგო ლოპესი მზადაა, ოლივეირასთან ჩხუბში ფიზიევი შეცვალოს

UFC-ის ბრაზილიელმა მებრძოლმა, დიეგო ლოპესმა განაცხადა, რომ მზადაა, რაფაელ ფიზიევი შეცვალოს და ჩარლზ ოლივეირასთან იჩხუბოს.

20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანელი ჩხუბს ჩაეხსნა. ფიზიევმა ტრავმა მიიღო, რის გამოც იძულებული გახდა „დუ ბრონქსთან“ დაპირისპირებაზე უარი ეთქვა.

ახლა დენა უაითის საზრუნავი ბრაზილიელისთვის ახალი და ცნობადი მოწინააღმდეგის გამოძებნაა, რადგან UFC Rio-ს ღონისძიებამ პრესტიჟი არ დაკარგოს.

„მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჩხუბზე არასდროს ვიტყვი უარს. თუ ჩამთვლიან შესაფერის მეტოქედ ოლივეირასთვის, დაუფიქრებლად დავთანხმდები“, - თქვა ლოპესმა.

შეგახსენებთ, რომ UFC 317-ზე, ჩარლზ ოლივეირა ილია თოფურიასთან დამარცხდა. „ელ მატადორმა“ ის პირველივე რაუნდში გათიშა და UFC-ს მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.

ბრაზილიელი მებრძოლის ანგარიშზე 35 გამარჯვება და 11 მარცხია.

რაც შეეხება დიეგო ლოპესს, მან ბოლოს 14 სექტემბერს იჩხუბა და ჯინ სილვა დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მის დანოკაუტებას შევძლებ, თუ...“ - ფიზიევმა ოლივეირაზე ილაპარაკა
„მის დანოკაუტებას შევძლებ, თუ...“ - ფიზიევმა ოლივეირაზე ილაპარაკა