შონ სტრიკლენდი, რობერტ უიტეკერი
Aa
Aa

„მინდა, მაგრამ არ გამოვა“ - უიტეკერი სტრიკლენდთან ჩხუბზე

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა, რადგან უამრავი ძლიერი და კონკურენტუნარიანი მებრძოლია თავმოყრილი. ერთ-ერთი მათგანი რობერტ უიტეკერია, რომელმაც ჯერ ხამზატ ჩიმაევთან, ხოლო შემდეგ რეინე დე რიდერთან განცდილი მარცხებით პოზიციები შეისუსტა, თუმცა დანებებას არ აპირებს და რეაბილიტირებას გეგმავს. თუ ვისთან სურს მომდევნო ბრძოლის ჩატარება, ამის თაობაზე ასეთი პასუხი აქვს:

„2026 წლის თებერვალში ავსტრალიაში შონ სტრიკლენდთან სიამოვნებით ვიჩხუბებდი. მასთან ბრძოლა დიდი ხანია მაინტერესებს, მაგრამ არა მგონია შონმა იქ ჩამოსვლა შეძლოს, რადგან ავსტრალიის მთავრობასთან სერიოზული პრობლემები აქვს. ბოლოდროინდელი მარცხების გათვალისწინებით, როგორც ჩემი, ასევე მისი პრესტიჟი ცოტაოდენ დაეცა და ჩვენი დაპირისპირება საკმაოდ აზრიანი უნდა გამოდგეს“.

ცნობისათვის, შონ სტრიკლენდი ამჟამად დისკვალიფიცირებულია და UFC-ის რიგებიდან დროებით გარიცხულია, თუმცა ოქტაგონში ძალიან მალე დაბრუნდება, რადგან ემოციების მართვის კურსებზე სიარულს დათანხმდა და სასჯელი თვენახევრით შეუმსუბუქდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მის დანოკაუტებას ვაპირებ, მაგრამ...“ - დვალიშვილმა სენდჰეგენზე ილაპარაკა
„მის დანოკაუტებას ვაპირებ, მაგრამ...“ - დვალიშვილმა სენდჰეგენზე ილაპარაკა