ოლივეირას უარი გამროტს - „მე სტრაიკერთან ჩხუბისთვის ვემზადებოდი“
UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ჩარლზ ოლივეირამ განმარტა, რატომ თქვა უარი ჩხუბზე პოლონელ მატეუშ გამროტთან. „დუ ბრონქსის“ თქმით, გამროტის ბრძოლის სტილი განსხვავდება რაფაელ ფიზიევის ბრძოლის სტილისგან, რომელთანაც მას უნდა ეჩხუბა.
„ფოკუსირებული ვიყავი ისეთ მეტოქეზე, რომელიც სტრაიკინგს ანიჭებს უპირატესობას. ჩხუბამდე ორი კვირაა დარჩენილი და მთელი გეგმის შეცვლა მიწევს - ეს ძალიან რთულია. არ მინდა ჩხუბის ჩაგდება, რიოში ჩხუბი მინდოდა და ამისთვის შეშლილივით ვემზადებოდი.
გამროტი ძლიერი მეტოქეა, კარგი ჭიდაობა და გრეპლინგი აქვს, მაგრამ ეს სრულიად განსხვავდება იმ სტილისგან, რომლისთვისაც მე 2 თვე ვემზადებოდი“.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასთან საჩემპიონო ბრძოლაში მარცხის შემდეგ პირველი ჩხუბი ოლივეირას 11 ოქტომბერს სამშობლოში, რიო-დე-ჟანეიროში რაფაელ ფიზიევის წინააღმდეგ უნდა გაემართა, თუმცა აზერბაიჯანელი მებრძოლი ვარჯიშზე დაშავდა და ბრძოლას ჩაეხსნა, მისი შემცვლელი კი UFC-ის ჯერ არ დაუსახელებია.