საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

ბერტოლას ფაქტორი | გოგლიჩიძე მილანთან სასტარტოში იქნება

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, „უდინეზეს’’ მთავარი მწვრთნელი კოსტა რუნიაიჩი „მილანთან’’ მატჩში სასტარტო 11-ეულში საბა გოგლიჩიძეს ათამაშებს. მე-3 ტურში „უდინეზემ’’ გასვლაზე „პიზას’’ იკერ ბრავოს ერთადერთი გოლით მოუგო. რუნიაიჩი მასიმილიანო ალეგრის გუნდთან თითქმის იდენტურ შემადგენლობას გაიყვანს, მხოლოდ ერთი ცვლილება იქნება, ბერტოლას გოგლიჩიძე შეცვლის.

22 წლის ნიკოლო ბერტოლა, რომელსაც იტალიის 19 და 21-წლამდე ნაკრებებში უთამაშია, კარგად შეეწყო ახალ გუნდს, სერია A-ს საწყის სამ ტურში პირველივე წუთიდან ითამაშა, თუმცა „პიზასთან’’ დაშავდა და 75-ე წუთზე საბა გოგლიჩიძემ შეცვალა. როგორც Corriere dello Sport-ი წერს, ბერტოლას ქართველი შეცვლის, თუმცა საბა მისი პირდაპირი შემცვლელი არაა, სამ ცენტრალურ მცველს შორის საბა მარჯვნიდან თამაშობს, ბერტოლა - მარცხნიდან. სავარაუდოდ, რუნიაიჩი დაცვის ხაზში გადაადგილებას გეგმავს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 21 წლის ცენტრალური მცველი „უდინეზეში'' გასულ ზაფხულში გადავიდა, სერია A-ს ორ და იტალიის თასის ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სამივე მატჩში ცვლილებაზე გამოვიდა. განსაკუთრებით კარგი შთაბეჭდილება „ინტერთან'' დატოვა, როცა აგრესიული თამაშით მეტოქის შეტევებს დიდ წინააღმდეგობას უწევდა (იხილეთ).

„უდინეზე'', რომელიც დაუმარცხებელია და სერია A-ს სატურნირო ცხრილში 7 ქულით მეოთხე ადგილზეა, მე-4 ტურში „მილანს'' მიიღებს. მატჩი 20 სექტემბერს, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ჩემი გოლი თავიდან უნდა ვნახო“ - კვარა ატალანტას დამარცხების შემდეგ
“ჩემი გოლი თავიდან უნდა ვნახო“ - კვარა ატალანტას დამარცხების შემდეგ