რუბენ ამორიმი
Aa
Aa

ამორიმის პრობლემები? - რეტკლიფი გადამწყვეტი მოლაპარაკებებისთვის ქერინგტონში ჩავიდა

გავრცელებული ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ თანამფლობელმა, სერ ჯიმ რეტკლიფმა, რუბენ ამორიმთან პირისპირ მოლაპარაკებები გამართა.

მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტი დაგეგმილი იყო, „წითელი ეშმაკების“ ცუდმა ფორმამ გარდაუვლად დაიკავა განხილვების მთავარი ადგილი.

„იუნაიტედი“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცრილში მე-14 ადგილზეა და უკვე გამოეთიშა კარაბაოს თასს.

The Athletic-ის ინფორმაციით, რეტკლიფი ქერინგტონში ხუთშაბათს ვერტმფრენით ჩაფრინდა და დღის ნაწილი ამორიმთან, ასევე „მანჩესტერ იუნაიტედის“ სხვა მაღალჩინოსნებთან შეხვედრაში გაატარა.სეზონის საშინელი დაწყების გამო, შედეგები დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო.

როგორც იცით, პრემიერ ლიგის ოთხ თამაშში, ამორიმის გუნდმა მხოლოდ ერთი მოგება მოიპოვა, რასაც დაემატა „გრიმსბითან“ გამანადგურებელი მარცხი.

ამის მიუხედავად, რუბენი ბოლო კვირებში მტკიცე პოზიციას ინარჩუნებს და აცხადებს, რომ თუ საბჭოს ტაქტიკური ცვლილება სურს, მისი გათავისუფლება მოუწევთ.

სატრანსფერო ბაზარზე ფინანსური მხარდაჭერის მიუხედავად, ამორიმის იდეები თითქმის ერთი წლის შემდეგაც კი ვერ მუშაობს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელებიც უკმაყოფილონი არიან პორტუგალიელი სპეციალისტის 3-4-3 სისტემით.

ამბობენ, რომ კაპიტანი ბრუნო ფერნანდეში, რომელიც მწვრთნელთან ახლოსაა, ასევე უკმაყოფილოა გუნდის ტაქტიკური განლაგებით. მიუხედავად ამისა, ამორიმი არ აპირებს უკან დახევას და იმ ტაქტიკაზე უარის თქმას, რომელმაც „სპორტინგში“ მას პოპულარობა მოუტანა.

საბოლოო ჯამში, რუბენმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცის პოსტზე ჩატარებული მატჩების 36.17 პროცენტი მოიგო, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. გარდა ამისა, „წითელ ეშმაკებს“ პრემიერ ლიგაში ამაზე ცუდი სტარტი 1992/93 წლების სეზონის შემდეგ არ ჰქონიათ.

შეგახსენებთ, რომ „წითელი ეშმაკები“ მომდევნო შეხვედრას 20 სექტემბერს, „ჩელსის“ წინააღმდეგ გამართავენ. ბევრი სწორედ ამ მატჩს მიიჩნევს ამორიმისთვის სავალდებულო მოსაგებად - გამარჯვებამ შესაძლოა დაძაბულობა შეამციროს, მაგრამ კიდევ ერთმა მარცხმა შეიძლება რეტკლიფი გადაწყვეტილების მიღებასთან მიიყვანოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ გოლმა ძალიან გამაღიზიანა“ - იურიჩი კვარას შედევრზე
„ამ გოლმა ძალიან გამაღიზიანა“ - იურიჩი კვარას შედევრზე