ავთანდილ ასათიანი
Aa
Aa

ავთანდილ ასათიანი: გუნდმა დავალებები შეასრულა, ბიჭებს ამისთვის მადლობა

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად იბრძვის. ავთანდილ ასათიანის გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში სლოვაკეთს უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ, ასათიანმა განვლილი შეხვედრა შეაფასა და განმეორებით დაპირისპირებაზეც ისაუბრა.

„ველოდებოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა, ასეც გამოდგა. გუნდს ეტყობოდა, რომ დავალებები რომლებიც მივეცით შეასრულეს, ამის მცდელობა აშკარად იყო, ეს კარად ჩანდა. ბიჭებს ამისთვის მადლობა. აუცილებლად უნდა გამოვყო ქომაგობა. მადლობა გულშემატკივრებს ასეთი თანადგომისთვის. მსგავსი მხარდაჭერა, თუ გვექნება, მე არ ვიცი ნაკრები, რომელიც შინ დაგვამარცხებს.

ჩათვალეთ, რომ დღეს პირველი ტაიმი დასრულდა. მიუხედავად ანგარიშისა, სლოვაკეთში ძალიან რთული თამაში გველოდება და ამაზე ბევრად დიდი ბრძოლა მოგვიწევს.

მცირე უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ვფიქრობ, დღევანდელი გამარჯვება დავიმსახურეთ, დანარჩენი განმეორებით შეხვედრაში გამოჩნდება“,

– განაცხადა ავთანდილ ასათიანმა.

შეგახსენებთ, რომ პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრა 23 სექტემბერს, ბრატისლავაში გაიმართება და ორმატჩიან დუელში გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები