ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანი დაამარცხა
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა აზერბაიჯანთან პირველი ამხანაგური მატჩი მოიგო. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარებული შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 4:2 დასრულდა.
აზერბაიჯანელთა კარში გატანილი გოლები ვახტანგ ჯვარაშვილის, ჯანიკო გიორგაიას, ირაკლი თოდუას და ნიკოლოზ კურტანიძის ანგარიშზეა.
საქართველოს და აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრებების მეორე ამხანაგური მატჩი 11 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია, პირდაპირ რეპორტაჟს კი პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.