სიომინი: ხვიჩა თავის უმაღლეს დონეს ინარჩუნებს
ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა იური სიომინმა, ხვიჩა კვარაცხელიას „ატალანტასთან“ თამაში შეაფასა.
პარიზელებმა ლიგის ფაზის პირველ ტურში „ატალანტას“ შინ 4:0 მოუგეს. ხვიჩა კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
„ხვიჩა ინარჩუნებს იმ უმაღლეს დონეს, რომელიც მას აქვს. ისეთ გუნდში, როგორიც პსჟ არის, იქ უზარმაზარი კონკურენციაა და წამითაც ვერ მისცემ საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას. მან ყველა მატჩი მაქსიმალური შესაძლებლობებით უნდა ჩაატაროს, რასაც ის დღეს აკეთებს კიდეც“,
- განაცხადა სიომინმა championat-თან საუბრისას.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ ხუთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (ყველა ტურნირზე) და ერთი გოლი გაიტანა. პსჟ 12 ქულით ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილის სათავეშია.
პარიზელები მომდევნო შეხვედრას „მარსელთან” გამართავენ. ლიგა 1-ის მე-5 ტურის შეხვედრა კვირას (22:45) მარსელში გაიმართება.