ილია თოფურია, დენა უაითი
Aa
Aa

თოფურია კრივზე - „ეს ჩემი ოცნებაა და დენას მხარდაჭერის იმედი მაქვს“

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი ილია თოფურია კრივში საკუთარი ძალების მოსინჯვას ოცნებას უწოდებს და ამ საკითხში დენა უაითის მხარდაჭერის იმედი აქვს. ამის შესახებ „ელ მატადორმა“ ესპანურ ABC-ს განუცხადა.

რა თქვა თოფურიამ:

„კრივის წესებით ჩხუბი მინდა და არა მგონია, რომ დენა უაითი უარს მეტყვის, როდესაც საქმე ჩემი ოცნების ასრულებაში დახმარებას ეხება. ამ საკითხში დენას მხარდაჭერის იმედი მაქვს. მისი დარწმუნება რთულია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ამას შევძლებ“.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ილია თოფურიასა და ამერიკელ მოკრივეს ტერენს კროუფორდს შორის ე.წ. თრეშთოქი დაიწყო. ილიამ განაცხადა, რომ კროუფორდს რინგზე პირველივე დარტყმით დაანოკაუტებს, ხოლო ტერენსმა თავის მხრივ თქვა, რომ საერთოდ არ იცის, ვინ არის ილია თოფურია.

აქვე გეტყვით, რომ 14 სექტემბერს კროუფორდმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და ლას ვეგასში კანელო ალვარესი დაამარცხა. 37 წლის ამერიკელმა ამ გამარჯვებით WBA, WBC, IBF, WBO და The Ring-ის საჩემპიონო ქამრები დაისაკუთრა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კროუფორდმა კარგად იცის, ვინ არის თოფურია“ - კორმიე
„კროუფორდმა კარგად იცის, ვინ არის თოფურია“ - კორმიე