ლაშა გურული
Aa
Aa

ტრავმის გამო ვეღარ აგრძელებს - გურული ბრინჯაოს დასჯერდა

ინგლისის ქალაქ ლივერპულში მიმდინარე მოკრივეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა ლაშა გურულმა ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ტიტულოვან ქართველ სპორტსმენს ნახევარფინალური ბრძოლა დღეს უნდა ჩაეტარებინა, თუმცა ხელის ტრავმის გამო ჩაეხსნა და გადაწყვიტა, რომ სრულფასოვანი სარეაბილიტაციო კურსი გაიაროს, რათა მსგავსმა დაზიანებამ მომავალში თავი აღარ იჩინოს. სპეციალური განცხადება გურულმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.

ლაშა გურული

პირველ რიგში მადლობა უფალს ყველაფრისთვის, რაც ხდება ცხოვრებაში.მადლობა ჩემს ოჯახს, მადლობა ჩემს გულშემატკივარს, რადგან წლების განმავლობაში ვხედავ და ვგრძნობ უამრავ სითბოს, დაფასებას და სიყვარულს!

რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს, იცით რომ ნახევარფინალში ვარ და გავინაღდე ბრინჯაოს მედალი. თუმცა, სამედიცინო კვლევის, ექიმისა და გუნდის გადაწყვეტილებით, ნახევარფინალურ შეხვედრაში სამწუხაროდ ვერ მივიღებ მონაწილეობას, რადგან ტრავმირებული ხელით მომიწია სამივე ბრძოლის ჩატარება. მტკივანი ხელი ბრძოლიდან ბრძოლამდე იმ მდგომარეობამდე მივიდა, რომ შეუძლებელი გახდა ტურნირის გაგრძელება.

ექვსი წლის განმავლობაში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებიდან, ოლიმპიური თამაშებიდან მედლის გარეშე არ დავბრუნებულვარ. ენით აუწერელი სიხარული და სიამაყეა, როდესაც კვარცხლბეკზე დგომისას ქართულ დროშას ვუყურებ, კიდევ ერთხელ ვგრძნობ, რამდენად ბევრს ნიშნავს ჩვენი დროშა და ჩვენი სამშობლო. თუმცა, ამჯერად მიზანშეწონილია გავიარო სრული რეაბილიტაცია, რადგან დაგიბრუნდეთ ბევრად ძლიერი.

წინ დიდი გზა გვაქვს პროფესიონალური კარიერა და მომავალი ოლიმპიური თამაშები 2028!

შეგახსენებთ, რომ ლაშა გურული მსოფლიოს ჩემპიონატზე 1/16 ფინალიდან ჩაერთო და საუდის არაბეთის წარმომადგენელ მუსა ალ ჰავსავის, ირლანდიელ დინ კლენსისა და ინდოელ აბჰინაჰ ჯამვალის აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნახევარფინალში გავიდა - ლაშა გურულმა მსოფლიო ჩემპიონატის მედალი გაინაღდა
ნახევარფინალში გავიდა - ლაშა გურულმა მსოფლიო ჩემპიონატის მედალი გაინაღდა