ილია თოფურია, ტერენს კროუფორდი
Aa
Aa

„MMA-ს ქომაგი ხარ და არ იცი ვინ ვარ?“ | თოფურიამ კროუფორდს უპასუხა

ილია თოფურია ტერენს კროუფორდის განცხადებას გამოეხმაურა. ამერიკელმა მოკრივემ არიელ ჰელვანისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ წარმოდგენა არ აქვს „ელ მატადორი“ ვინ არის და მისი არც ერთი ჩხუბი უნახავს.

„ამბობ, რომ MMA-ს გულშემატკივარი ხარ, მაგრამ საერთოდ არ იცი, ვინ ვარ... საინტერესოა. პირველად, როდესაც შემხვდი, მითხარი: „წარმატებები ამ კვირას, შენს ბრძოლაში.“ მეხსიერება გღალატობს... და მალე ნიკაპიც დაგაღალატებს. MMA-ის მთელ საზოგადოებას წარმოვადგენ. Pound for pound რეიტინგის პირველი ნომერი ნამდვილ ჩხუბებში Pound for pound რეიტინგის ნომერ პირველი მოკრივის წინააღმდეგ.“

შეგახსენებთ, რომ ჰელვანისთან სტუმრობისას კროუფორდმა განაცხადა: „როცა UFC-ზე მნახა, მოვიდა, ხელი ჩამომართვა და მომესალმა... მე არც კი ვიცოდი, ვინ იყო. მოდით, რეალობას შევხედოთ. არასოდეს შეადაროთ ის კონორს. როგორც ვთქვი, ამ ბიჭს არ ვიცნობ. მისი ჩხუბი არასდროს მინახავს“.

ცნობისთვის, 14 სექტემბერს კროუფორდმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და ლას ვეგასში კანელო ალვარესი დაამარცხა. 37 წლის ამერიკელმა ამ გამარჯვებით WBA, WBC, IBF, WBO და The Ring-ის საჩემპიონო ქამრები დაისაკუთრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რინერი პოლიტიკაში მიდის? - „პრეზიდენტობა საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა“
რინერი პოლიტიკაში მიდის? - „პრეზიდენტობა საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა“