ილია თოფურია, შონ ომალი
Aa
Aa

„მოსაწყენი მებრძოლი არაა და მეტოქეები პარტერში არ გადაჰყავს“ | ომალი ილიას აქებს

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, შონ ომალიმ ილია თოფურიაზე ისაუბრა. „შუგამ“ ინტერვიუ Shak MMA-ს მისცა და მისი რეაქცია გაახსენეს, როდესაც ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ „ელ მატადორის“ ნოკაუტი ნახა.

„თოფურიას საოცარი რეზიუმე აქვს და ვოლკანოვსკი, ჰოლოუეი და ოლივეირა დაანოკაუტა. ლეგენდებს ანოკაუტებს და დიდების დარბაზის სამი წევრი ზედიზედ გათიშა. მის მიღწევებს პატივი უნდა ვცეთ და დავაფასოთ.

ილიას კრივის გარდა, ჭიდაობა და გრეპლინგიც მაღალ დონეზე შეუძლია. მას ყველაფერი აქვს და მისი ყურება სასიამოვნოა. თოფურია სანახაობრივად ჩხუბობს. მას ხალხი პარტერში არ გადაჰყავს და მთელი რაუნდის განმავლობაში ზევიდან არ აწევს. მისი ჩხუბები მოსაწყენი საყურებელი არაა, პირიქით. პირადად მე, ჭიდაობის ყურება არ მსიამოვნებს და მირჩევნია, ვნახო, ვიღაცას როგორ ანოკაუტებენ.“

შეგახსენებთ, რომ ომალიმ ბოლოს მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ იჩხუბა და მახრჩობელა ილეთით დამარცხდა. რაც შეეხება მის რეაქციას, თოფურიას ნოკაუტის ნახვისას „შუგამ“ UFC-ის მადლობა გადაუხადა, რომ წლების წინ, როდესაც ილიას იწვევდა, მათი ჩხუბი არ ჩაინიშნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საბა ჩაკვეტაძემ გვირჩია და კარგად დაგვიხასიათა“ - უდინეზეს სპორტული დირექტორი
„საბა ჩაკვეტაძემ გვირჩია და კარგად დაგვიხასიათა“ - უდინეზეს სპორტული დირექტორი