გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

ვალენსიას ჩაკვეტაძის შეძენა გაუჭირდება | უოტფორდის მოთხოვნა ცნობილია

ესპანელი ჟურნალისტის, ექტორ გომესის ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძე „ვალენსიას’’ გააქტიურებას ელოდება, თუმცა „ღამურებისთვის’’ ტრანსფერის განხორციელება რთულია, რადგან „უოტფორდი’’ 6-7 მილიონ ევროს ითხოვს. ესპანური კლუბისთვის აღნიშნული თანხა საკმაოდ დიდია და ქართველი შემტევის დამატება ძალიან გაუჭირდება.

ფეხის თითის ტრავმის გამო ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიფის პირველი ტური გამოტოვა, „ჩარლტონმა'' შინ „უოტფორდს'' 1:0 მოუგო. პაულო პეცოლანოს გაწვრთნილი გუნდი შემდეგ მატჩს ინგლისის ლიგის თასზე საკუთარ კედლებში „ნორვიჩთან'' გამართავს (12 აგვისტო), შემდეგ კი ჩემპიონშიფის მეორე ტურში ქპრ-ს მიიღებს (16 აგვისტო).

ჩაკვეტაძეს აპრილის შემდეგ არ უთამაშია. გიორგიმ ვერც ზაფხულის ამხანაგურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა და ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, „უოტფორდი“ მის მიმართ მაქსიმალურ სიფრთხილეს იჩენს. „ჩაკვე“ გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და „კრაზანები“ მასზე დიდ იმედებს ამყარებენ. „უოტფორდის“ მიზანი პრემიერ ლიგაში დაწინაურებაა, თუმცა ბრიტანულ გამოცემებს მათი წარმატების არ სჯერათ. Opta ვარაუდობს, რომ „კრაზანებს“ ჩემპიონშიფში ადგილის შესანარჩუნებლად მოუწევთ ბრძოლა, BBC კი აცხადებს, რომ „უოტფორდი“ მე-14 ადგილს დაიკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
11 აგვისტოს სატრანსფერო ზონა
11 აგვისტოს სატრანსფერო ზონა