დინამო ბათუმის უმნიშვნელოვანესი მოგება - ჭიაბრიშვილის გუნდმა გარეჯთან გაიმარჯვა
Aa
Aa

დინამო ბათუმის უმნიშვნელოვანესი მოგება - ჭიაბრიშვილის გუნდმა გარეჯთან გაიმარჯვა

Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის XX ტური „მიხეილ მესხი 2“-ზე გამართული „გარეჯი“ – „დინამო ბათუმის“ შეხვედრით დასრულდა, რომელიც ზღვისპირელებმა მინიმალური სხვაობით, 1:0 მოიგეს და წინა ტურში საკუთარ სტადიონზე „დინამო თბილისთან“ განცდილი მტკივნეული მარცხის შემდეგ, ხასიათი ოდნავ გამოისწორეს.

 ბათუმელი გულშემატკივრების გასახარად გამარჯვების ბურთი კლუბის აკადემიის აღზრდილმა ფეხბურთელმა ლევან ხოზრევანიძემ გაიტანა, რომელსაც წლევანდელ სეზონში არსებული რთული სიტუაციიდან გამომდინარე თავის გამოჩენის საშუალება მიეცა და მწვრთნელის მიერ გაცემულ ავანსებს ჯერჯერობით ასი პროცენტით ამართლებს.

ოცი ტურის შემდეგ „დინამო ბათუმს“ 33 ქულა აქვს, მეოთხე ადგილზე იმყოფება და მესამე პოზიციაზე მყოფ „დინამო თბილისს“ მხოლოდ ბურთების შეფარდებით ჩამორჩება. ჭიაბრიშვილის შეგირდები მომდევნო ტურში „გაგრას“ უმასპინძლებენ, ხოლო „გარეჯი“ სტუმრად „სამგურალთან“ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამდენი წელია სწორი ანალიზი არ კეთდება“ - ჟორჟიკაშვილი მორიგ ევროფიასკოზე
„ამდენი წელია სწორი ანალიზი არ კეთდება“ - ჟორჟიკაშვილი მორიგ ევროფიასკოზე