მანჩესტერ იუნაიტედი და ჩელსი დონარუმას მიმართ ინტერესს იჩენენ
Aa
Aa

მანჩესტერ იუნაიტედი და ჩელსი დონარუმას მიმართ ინტერესს იჩენენ

მანჩესტერ იუნაიტედი“ და ჩელსი“ ჯანლუიჯი დონარუმას მიმართ ინტერესს იჩენენ. ამის შესახებ RMC Sport- წერს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ პსჟ-მ 26 წლის იტალიელი მეკარე განაცხადიდან ამოიღო და ის უეფას სუპერთასის მატჩში არ მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც პარიზელები ტოტენჰემის“ წინააღმდეგ გამართავენ.

გამოცემის ცნობით, ჯიჯის გარემოცვა ამ გადაწყევტილებას უსამართლოდ მიიჩნევენ, ამიტომაც დონარუმა კლუბიდან ან ამ ზაფხულს ან 2026 წელს, თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა.

კერძოდ, ჯალუიჯიმ გადაწყვიტა, რომ პარი სენ-ჟერმენი“ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დატოვოს, თუ ნამდვილად საინტერესო პროექტი გამოჩნდება.

გავრცელებული ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედი“ და ჩელსი“ ბოლო საათების განმალობაში გოლკიპერის ირგვლივ შექმნილი სიტუაციით დაინტერესდნენ და შესაძლო გარიგების შესახებ ინფორმაცია მოითხოვეს. თუმცა ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ გაკეთებულა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პარიზელებმა ახალი მეკარე წარადგინეს. ლუკა შევალიე პარიზელების ღირსებას 2030 წლამდე დაიცავს.

გეტყვით ასევე, რომ დონარუმა პსჟ-ს ღირსებას 2021 წლიდან იცავს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 40 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად | პარი სენ-ჟერმენს ახალი მეკარე ჰყავს
ოფიციალურად | პარი სენ-ჟერმენს ახალი მეკარე ჰყავს