ასე ძვირი არ უნდა ღირდეს | პარკაძის ავსტრიული ვარიანტი
ავსტრიული Salzburger Nachrichten-ის ინფორმაციით, „ბაიერნის’’ ფეხბურთელმა ლუკა პარკაძემ შესაძლოა კარიერა ავსტრიის რანგით მეორე ლიგის „აუსტრია ზალცბურგში’’ გააგრძელოს. წყაროს ცნობით, ლუკამ ავსტრიულ გუნდში საცხელი ვარჯიში უკვე ჩაატარა.
ავსტრიული კლუბის სპორტულმა დირექტორმა როლანდ კირხელმა Salzburger Nachrichten-თან ლუკას შესახებ თქვა: „მას პოტენციალი აქვს, თუმცა ამდენად ძვირი არ უნდა ღირდეს. „ბაიერნთან'' კავშირზე ვართ''.
შესაძლოა, ავსტრიულ კლუბს ფეხბურთელის გამოსყიდვაც სურს და კირხელმა ფინანსური მხარე ამიტომ ახსენდა. Laola1-ის სტატიაში ასევე ხაზგასმულია, რომ ლუკას სატრანსფერო თანხა ამჟამად 75 000 ევროა.
CrystalSport-ის ინფორმაციით, „ბაიერნი’’ დაინტერესებულია ლუკას შესაბამისი გუნდი შეურჩიოს, გერმანული კლუბი ლუკას საკითხზე აქტიურად მუშაობს და შესაძლოა მალე ავსტრიულ გუნდთან შეთანხმება შედგეს.
2023 წლის ზაფხულში ლუკა თბილისის „დინამოდან’’ „ბაიერნში’’ გადავიდა, თუმცა ტრავმებმა საუკეთესო თვისებების გამოვლენაში ხელი შეუშალა. 2023-24 წლების სეზონში „ადმირა ვაკერში’’ განათხოვრებით იმყოფებოდა, მაგრამ ტრავმის გამო მხოლოდ ერთხელ ითამაშა. გასული სეზონი გერმანიის რანგით მე-4 ლიგის „ალტგლინიკეში’’ გაატარა, ჩემპიონატის 15 მატჩში 1 გოლი შეაგდო, ბერლინის თასის ხუთ მატჩში 4 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა.
ლუკას „ბაიერნთან'' კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.