ნიკოლოზ რამიშვილი
Aa
Aa

17 წლის ქართველი რომაში ? | რამიშვილი მიიწვიეს და დააკვირდებიან

საფეხბურთო მენეჯერ ალფიო პელიჩიონის ჩართულობით 17 წლის „ათიანი’’ ნიკოლოზ რამიშვილი „რომაში’’ გადასვლასთან ახლოსაა.

„ტოსკანაში’’, რომელიც მილანის „ინტერთან’’ მჭიდრო კავშირშია, გასული წლის ოქტომბერში მიიწვიეს, სადაც 3 თვე ვარჯიშობდა. 1,86 მ. სიმაღლის ფეხბურთელი ამჯერად „რომამ’’ მიიწვია,  25 აგვისტოს „რომას’’ 19-წლამდე გუნდს უნდა შეუერთდეს. CrystalSport-ის ცნობით, ფეხბურთელსა და კლუბს შორის წინასწარი ხელშეკრულება არსებობს, თუმცა ვარჯიშებსა და თამაშებზე დააკვირდებიან და მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.

პელიჩიონი სპორტული დირექტორის პოზიციაზე „ჩეზენასა’’ (2018-20) და „კატანძაროში’’ (2021-22) მუშაობდა. 2024 წლიდან სამენეჯერო კომპანია San Marino agency-ს ხელმძღვანელობს, რომლის მიზანი მსოფლიოს მასშტაბით ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენაა.

რამიშვილს პელიჩიონისთან რეკომენდაცია რობერტო ლანდიმ გაუწია, ვინც საქართველოს 21-წლამდე ნაკრებსა (1999-00) და ფოთის „კოლხეთს’’ (2018) წვრთნიდა.

„ათიანი’’, რომელიც მარჯვენა გარემარბის პოზიციაზეც თამაშობს, 2008 წლის 20 იანვარს დაიბადა. რამიშვილი „იბერია 1999’’-ის, „ვიტ ჯორჯიასა’’ და „პლატოს’’ ასაკობრივ გუნდებში გამოდიოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლომინაძემ მწვრთნელზე შთაბეჭდილება მოახდინა | იან კათროს ქართველი მოსწონს
ლომინაძემ მწვრთნელზე შთაბეჭდილება მოახდინა | იან კათროს ქართველი მოსწონს