მანჩესტერ სიტი როდრიგოს გაფორმებას განიხილავს
„მანჩესტერ სიტიმ“ შესაძლოა როდრიგო დაიმატოს. ამის შესახებ ცნობილი ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო წერს.
ინგლისური კლუბი მადრიდის „რეალის“ ვინგერის შესაძლო ტრანსფერით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც რამდენიმე მოთამაშეს დაემშვიდობა.
ამასთან, როგორც იწერება, „ქალაქელების“ მთავარი მწვრთნელი, პეპ გუარდიოლა ბრაზილიელი ფეხბურთელის დიდი ხნის თაყვანისმცემელია.
მადრიდელები როდრიგოს წასვლის საშუალებას მისცემენ, თუ ის მოინდომებს. კლუბი ტრანსფერისთვის 100 მილიონ ევროს მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ როდრიგის მოქმედი კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდეა გათვლილი. გასულ სეზონში, როდრიგომ 54 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 11 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 90 მილიონი ევროა.