პედი პიმბლეტი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„არავინ ხარ, მაქსიმუმ - ნაგვის ურნა“ | ცარუკიანმა პიმბლეტს უპასუხა

UFC-ის მსუბუქ წონით დივიზიონში ძალიან საინტერესო სიტუაციაა შექმნილი. ახლახან პედი პიმბლეტმა არმან ცარუკიანი გააკრიტიკა და მას განებივრებული მდიდარი ბავშვი უწოდა. სომეხი მებრძოლის პასუხმა არ დააყოვნა და არმანმა „ბედის“ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მიმართა.

„შენ არავინ ხარ! მაქსიმუმ ნაგვის ურნა იყო. დენა მამიკომ რამდენიმე ასაკოვანი მეტოქე მოგცა, რათა შენდამი ყურადღება და ინტერესი გაზრდილიყო. მხოლოდ ეს ხარ, სხვას არაფერს წარმოადგენ. მე კარიერაში ყველაფერი ღირსეულად მივიღე, ჩემთვის არაფერი მოურთმევიათ. დაჯექი და დაელოდე, სანამ დენა მამიკო არ გეტყვის, რა გააკეთო.“

რაც შეეხება პიმბლეტის განცხადებას, პედიმ განაცხადა, რომ ცარუკიანი უბედურებისგან თავის დაღწევას ფულით ცდილობს. „ბედი“ არმანის გამოწვევას გამოეხმაურა, რომელმაც „ელ მატადორს“ მიმართა და 500 000 ევროს ოდენობის ფსონი შესთავაზა.

ცნობისთვის, ცარუკიანი მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის მეორე ნომერია, პიმბლეტი კი მეცხრე პოზიციას იკავებს. არმანმა ბოლოს ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა, „ბედიმ“ კი მაიკლ ჩენდლერს მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ასე ხდება ხოლმე, ნურავის უსმენთ“ | დოლიძის კომენტარი ერნანდესთან ბრძოლის შემდეგ
„ასე ხდება ხოლმე, ნურავის უსმენთ“ | დოლიძის კომენტარი ერნანდესთან ბრძოლის შემდეგ