ხვიჩა კვარაცხელია, პიერო აუზილიო
Aa
Aa

„ყველაზე მეტად კვარაზე უარის თქმას ვნანობ“ – ინტერის დირექტორის აღიარება

პიერო აუზილიო წლებია „ინტერის“ სპორტული დირექტორის თანამდებობას იკავებს და მის სახელს არაერთი ჩინებული ტრანსფერის განხორციელება უკავშირდება. თუმცა, ბუნებრივია, ისევე როგორც ყველა ფუნქციონერს, შეცდომები და ლაფსუსები ნერიაძურის წარმომადგენელსაც აქვს დაშვებული. Gazzetta Dello Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში შეკითხვაზე, თუ რომელი ფეხბურთელის ტრანსფერზე უარის თქმას ნანობს ყველაზე მეტად, აუზილიომ ქართველი გულშემატკივრისთვის სასიამოვნო და საამაყო პასუხი გასცა:

„ერთმნიშვნელოვნად ხვიჩა კვარაცხელიას დავასახელებდი. მაშინ, როდესაც ქართველი ფეხბურთელი „რუბინში“ თამაშობდა და მისი შეძენით სერია A-ს უამრავი გუნდი იყო დაინტერესებული, თავისუფლად შეგვეძლო სატრანსფერო კონკურენცია ყველასთვის მოგვეგო. რა გახდა ტრანსფერის ჩავარდნის მიზეზი? მაშინ „ინტერი“ 3-5-2 ტაქტიკით თამაშობდა, კვარა კი 4-3-3 სქემის ფეხბურთელი იყო. თუმცა, ახლა ვხვდები, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა და ხვიჩას იგნორირებით სერიოზული შეცდომა დავუშვით“.

აუზილიოს მაშინდელი იგნორირება ხვიჩა კვარაცხელიამ ალბათ ყველაზე მეტად 31 მაისს ანანა, როდესაც პსჟ-ის შემადგენლობაში „ინტერს“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაუტანა და მილანელთა განადგურებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ეს მხოლოდ მან შეძლო| სიომინის აზრით, კვარას ოქროს ბურთის მოგების კარგი შანსი აქვს
ეს მხოლოდ მან შეძლო| სიომინის აზრით, კვარას ოქროს ბურთის მოგების კარგი შანსი აქვს