ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

„მიკვირს, რომ ისევ აქ თამაშობს“ | ავსტრიაში კიტეიშვილზე ისაუბრეს

ავსტრიის ბუნდესლიგის მეორე ტურში ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ „რაპიდს“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. გრაცელები მომდევნო შეხვედრას „რიდის“ წინააღმდეგ გამართავენ, და „ვიკინგების“ მთავარმა მწვრთნელმა, მაქსიმილიან სენფტმა, ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა. სენფტი გაკვირვებულია იმ ფაქტით, რომ კიტეიშვილი უფრო ძლიერ ჩემპიონატში არ გადავიდა და კვლავინდებურად „შტურმის“ რიგებში ასპარეზობს.

„შტურმი ძალიან შეკრული გუნდია. ბრწყინვალე სამწვრთნელო შტაბი ჰყავთ და პირველი ადგილის დაკავების სერიოზული პრეტენდენტები არიან. ძლიერი ფეხბურთელები დაიმატეს, თუმცა ოდნავ გაკვირვებული ვარ, რომ ოთარ კიტეიშვილი საკუთარ უნარებს კვლავინდებურად ავსტრიის ჩემპიონატში წარმოაჩენს.“

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის საწყის ეტაპზე კიტეიშვილზე რამდენჯერმე დაიწერა. ქართველი ფეხბურთელი პრემიერ ლიგის სამ კლუბს — „სანდერლენდს“, „ბარნლისა“ და „ლიდსს“ — დაუკავშირეს, თუმცა „შტურმი“ მისი გაშვების წინააღმდეგია, რაც კლუბის სპორტულმა დირექტორმა, მიხაელ პარენსენმაც, დაადასტურა.

ცნობისთვის, კიტეიშვილს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ის მონაცემებით, ოთარის საბაზრო ღირებულება 6 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლივერპულმა სეზონი მარცხით გახსნა - მამარდა სათადარიგო იყო
ლივერპულმა სეზონი მარცხით გახსნა - მამარდა სათადარიგო იყო