ლიონი, კრისტალ პალასი
Aa
Aa

კრისტალ პალასის აპელაცია არ დააკმაყოფილეს | ლიონი ევროპა ლიგაზე რჩება

„კრისტალ პალასი“ ევროპა ლიგის მიღმა დარჩა. „არწივებმა“ ინგლისის ასოციაციის თასი მოიგეს და ევროპის რანგით მეორე ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე თამაშის უფლება მოიპოვეს, თუმცა ჯონ ტექსტორის გამო, კონფერენს ლიგაზე მოუწევთ ასპარეზობა.

ტექსტორი „კრისტალ პალასის“ ყოფილი თანამფლობელი გახლდათ და ასევე, „ლიონის“ საკონტროლო წილიც მის განკარგულებაშია. უეფას რეგულაციები ერთი და იმავე მფლობელის მქონე კლუბებს ერთსა და იმავე ტურნირში თამაშის უფლებას უკრძალავს და „არწივები“ კონფერენს ლიგაზე გადაიყვანეს.

„კრისტალ პალასმა“ გადაწყვეტილება სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა. გადამწყვეტი ვერდიქტი ახლახან გახდა ცნობილი და გაირკვა, რომ „არწივების“ აპელაცია არ დაკმაყოფილდა. ლონდონური კლუბი კონფერენს ლიგაზე ითამაშებს, ხოლო „ლიონი“ ევროპა ლიგაზე იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ ტექსტორმა „არწივების“ აქციების 43% 190 მილიონ ფუნტ სტერლინგად „ნიუ-იორკ ჯეტსის“ მფლობელ ვუდ ჯონსონს მიყიდა, თუმცა ევროპა ლიგაზე თამაში უფლება მაინც არ მიეცა, რადგან 1 მარტის მდგომარეობით მფლობელი შეცვლილი არ იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არავინ ხარ, მაქსიმუმ - ნაგვის ურნა“ | ცარუკიანმა პიმბლეტს უპასუხა
„არავინ ხარ, მაქსიმუმ - ნაგვის ურნა“ | ცარუკიანმა პიმბლეტს უპასუხა