ატლეტიკომ რასპადორი იყიდა
„ატელიკომ“ ჯაკომო რასპადორი იყიდა. „ნაპოლის“ თავდამსხმელის ტრანსფერის შესახებ თავად მადრიდულმა კლუბმა განაცხადა.
იტალიელ ფეხბურთელთან 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. გავრცელებული ინფორმაციით, „ატლეტიკოს“ მისი ტრანსფერი 22 მილიონი ევრო დაუჯდა, კიდევ 4 მილიონი კი შესაძლოა ბონუსების სახით დაემატოს.
გასულ სეზონში, რასპადორიმ 29 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 25 მილიონი ევროა.