რომან დოლიძე, ენტონი ერნანდესი
Aa
Aa

„დოლიძის დარტყმამ მკვლელის რეჟიმი ჩამირთო“ - ერნანდესი საჩემპიონოდ ემზადება

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ბრძოლაში რომან დოლიძის დამარცხების შემდეგ ენტონი ერნანდესმა კარიერაში წინ საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგა. 31 წლის ამერიკელი მებრძოლის ამბიციები რომ საკმაოდ გაზრდილია, ამაზე მისი კომენტარიც მეტყველებს, რომელიც ბრძოლის დასრულების შემდეგ გააკეთა და დააანონსა, რომ მომდევნო კვირაში ჩიკაგოში ჩასვლასა და დუ პლესი-ჩიმაევის საჩემპიონო დაპირისპირებაზე დასწრებას აპირებს.

ენტონი ერნანდესი

დოლიძესთან არანაირი პრეტენზიები არ მაქვს, ის ძალიან ძლიერი მებრძოლია. ბრძოლამდე ჩემს მიმართ პატივისცემით იყო განმსჭვალული და არაჩვეულებრივი პიროვნებაა. თუმცა, როდესაც ოქტაგონში შევედი, ბრძოლა დაიწყო და ჩემთვის ზიანის მოყენება სცადა, რომანი კი არა, ვინც არ უნდა იყოს ჩემს წინ, მკვლელის რეჟიმში გადავდივარ.

მივდივარ თუ არა ჩიკაგოში UFC 319-ზე დასასწრებად? დიახ, მითხრეს, რომ იქ მელოდებიან და სიამოვნებით ჩავალ, რადგან საჩემპიონო ქამარი მჭირდება და მომავალ მოწინააღმდეგეებს უნდა დავაკვირდე. ამ სისულელით ამდენი ხანი იმიტომ ვარ დაკავებული, რომ ჩემპიონი გავხდე და ფული გამოვიმუშავო, რომელიც ჩემს ოჯახს სჭირდება.

ცნობისათვის, ენტონი ერნანდესმა, რომელიც საშუალო წონით დივიზიონში მეცხრე ადგილზე მყოფ რომან დოლიძეს ერთადერთი საფეხურით ჩამორჩება, 37 წლის ქართველი მებრძოლი მეოთხე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კარიერის დასრულების ფასად დაუჯდება“ - მოიკანო ოლივეირამ გააოცა
„კარიერის დასრულების ფასად დაუჯდება“ - მოიკანო ოლივეირამ გააოცა