„ცარუკიანი ნულია, გეიჯისთან ჩხუბი მსურს“ - პიმბლეტი სამომავლო გეგმებზე
UFC-ის მსუბუქ წონით დივიზიონში გულშემატკივრები საკმაოდ ბევრი საინტერესო ბრძოლის ჩანიშვნის მოლოდინში არიან. ჩემპიონი ილია თოფურია აცხადებს, რომ მომდევნო ჩხუბის ჩასატარებლად დეკემბერში სრულ მზადყოფნაში იქნება, იქამდე კი მისი კონკურენტების შესახებ კონტურები უნდა გამოიკვეთოს. ტიტულის პრეტენდენტობას ვისაც უწინასწარმეტყველებენ, ერთ-ერთი მათგანია პედი პიმბლეტი, რომელმაც სამომავლო გეგმებზე ასეთი კომენტარი გააკეთა:
„არმან ცარუკიანი კარგი მებრძოლია, მაგრამ ის არავის აინტერესებს. ხალხი უყურებს მას და ფიქრობს: „შენ ბევრს ლაპარაკობ, მაგრამ არაფერს აკეთებ. სატიტულო ბრძოლიდან ჩახსნით საკუთარი კარიერა დაისრულე“.
სამაგიეროდ, ყველამ იცის საკუთარი საქმის როგორი პროფესიონალია ჯასტინ გეიჯი. ის ლეგენდაა, არმანისთვის კი ლეგენდის წოდება ზედმეტი და შეუძლებელია. ასე რომ, ჩემი სურვილია გეიჯის დავუპირისპირდე და არა ცარუკიანს“.
ცნობისათვის, პედი პიმბლეტის დიდი სურვილი აქვს გეიჯისთან შეხვედრის, თუმცა ამ უკანასკნელს სურს მისი მომდევნო ჩხუბი სატიტულო იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კარიერის დასრულებით იმუქრება.