ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„ცარუკიანი არავის აინტერესებს, ჩემი და ილიას ჩხუბი უდიდესი მოვლენაა“ | პიმბლეტი

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა. „ბედიმ“ განაცხადა, რომ მისი და ილია თოფურიას ჩხუბი უდიდესი მოვლენა იქნება და არმან ცარუკიანს წაკბინა.

„ჯონ ჯონსმა კარიერა დაასრულა და ამ მომენტისთვის UFC-ში ყველაზე დიდი ჩხუბი, რომლის ჩანიშვნაც შეიძლება, ჩემი და ილიას დაპირისპირებაა. არ გამიკვირდება, თუ 6-12 თვეში მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ვიბრძოლებ.

ნებისმიერ მეტოქესთან შემიძლია ჩხუბი. არმანი კარგი მებრძოლია, მაგრამ არავის აინტერესებს. ხალხი მას უყურებს და ფიქრობს: „ისლამთან ჩხუბის შეგეშინდა და ჩაისვარე. ბევრს ლაპარაკობ, მაგრამ ქმედებებით ვერაფერს ამტკიცებ.“ ყველამ იცის, რომ ჯასტინ გეიჯისთან ჩხუბი გარანტირებულად მაგარი ბრძოლაა. თანაც, გეიჯი ლეგენდაა და მასთან სიამოვნებით ვიბრძოლებდი.“

შეგახსენებთ, რომ პიმბლეტმა ბოლო ბრძოლა მაიკლ ჩენდლერის წინააღმდეგ გამართა და ტექნიკური ნოკაუტით მოიგო. „ბედის“ ზედიზედ 9 გამარჯვება აქვს და საჩემპიონო ორთაბრძოლის მიღება სურს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„არც ადამიანობა გააჩნია და ცუდი მებრძოლია“ - რაუნთრიმ ანკალაევს შეუტია
„არც ადამიანობა გააჩნია და ცუდი მებრძოლია“ - რაუნთრიმ ანკალაევს შეუტია