„ნებისმიერი მებრძოლის დამარცხება შეიძლება და ეს მერაბმაც იცის“ - მაკგი
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მე-12 ნომერმა, ამერიკელმა მარკუს მაკგიმ „მედია დღის“ ფარგლებში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და მერაბ დვალიშვილზეც ისაუბრა.
„ნებისმიერი მებრძოლის დამარცხებაა შესაძლებელი და ეს თვითონ მერაბმაც იცის. მერაბის ერთ-ერთი საუკეთესო თვისება მისი მოკრძალებულობაა. მან იცის, რომ შეიძლება დამარცხდეს, და სწორედ ამიტომ მუშაობს ასე მონდომებულად. თუ იცი, რომ აუცილებლად მოიგებ, ასე არ ივარჯიშებ. ამიტომ, პირველ რიგში საჭიროა საკუთარი ძალების რწმენა და შემდეგ ვარჯიში.
ამასთანავე, კორი სენდჰეგენს აქვს ყველა საჭირო უნარი იმისთვის, რომ მერაბისნაირი მეტოქე დაამწუხროს. ეს ძალიან რთული ბრძოლა იქნება, მაგრამ კორი სენდჰეგენს თავისი შანსები აუცილებლად ექნება.
არ მიმაჩნია, რომ პიოტრ იანს მერაბთან რემატჩში არანაირი შანსები არ ექნებოდა. ვფიქრობ, იანს აქვს ყველაფერი, რათა ისევ ჩემპიონი გახდეს. ჩვენ ყველანი პროფესიონალი მებრძოლები ვართ და ერთ კონკრეტულ ბრძოლაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ჩემი აზრით, უმარ ნურმაგომედოვი მერაბთან ჩხუბში უფრო კარგად გამოიყურებოდა. პირველ 3 რაუნდში უმარი კარგი იყო, მეოთხე-მეხუთე რაუნდებშიც ჰქონდა კარგი მომენტები. ამიტომ, ვფიქრობ, მერაბს უმარმა უფრო დიდი წინააღმდეგობა გაუწია, ვიდრე ეს იანმა შეძლო“.
ცნობისთვის, მაკგი მომდევნო ბრძოლას 26 ივლისს, აბუ-დაბიში გამართავს. მისი მეტოქე რეიტინგის მე-3 ნომერი, ექსჩემპიონი პიოტრ იანი იქნება.