ქუთაისი 2010
Aa
Aa

FIBA-ს ევროპის თასი | ქუთაისი 2010-ის მეტოქეები ცნობილია

გერმანიის ქალაქ მიუნხენში FIBA-ს ევროპის თასის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ჩემპიონი, „ქუთაისი 2010“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს და ძირითად ბადეში ვერ მოხვედრის შემთხვევაში, ევროპის თასის E ჯგუფში გამოვა.

ქუთაისის მეტოქეები ესპანური „ბილბაო“, ბერძნული „პერისტერი“ და „ანვილ ვლოჩავეკისა“ და „ბაშკიმის“ საკვალიფიკაციო წყვილის გამარჯვებული იქნება. „ბილბაო“ ამ ტურნირის მოქმედი ჩემპიონია და გასულ სეზონში, გადამწყვეტ დაპირისპირებაში „პაოკს“ აჯობა.

ცნობისთვის, საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად „ქუთაისი 2010“-ის პირველი მეტოქე „ბაკენ ბეარსია“. დანიური კლუბის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში „ქუთაისი 2010“ „ლევიცესა“ და „აეკ ლარნაკას“ გამარჯვებულს დაუპირისპირდება, ფინალში კი „კალევ/კრამო“, „რილსკი“, „დენ ბოსხი“ ან „ტრეპცა“ დაელოდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელია ტოპ ხუთშია | ოქროს ბურთის რეიტინგი CBS Sports-ისგან
კვარაცხელია ტოპ ხუთშია | ოქროს ბურთის რეიტინგი CBS Sports-ისგან