ხაბიბს დაეთანხმა - მენდესიც ფიქრობს, რომ მახაჩევისთვის თოფურიაზე რთული მეტოქე დელა მადალენაა
UFC-ის მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონის, ისლამ მახაჩევის მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა განაცხადა, რომ ეთანხმება ხაბიბ ნურმაგომედოვს, რომელიც მიიჩნევს, რომ ისლამისთვის ილია თოფურიაზე რთული მეტოქე ჯეკ დელა მადალენაა.
„მე სრულად ვეთანხმები ხაბიბს - ეს ჩვენი ყველაზე რთული გამოცდაა. ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობაა, რომ ისლამი საუკეთესო ფორმაში მოვიყვანოთ და გავაკეთოთ ის, რაც ჩავიფიქრეთ. ვფიქრობ, დელა მადალენა იმით არის სახიფათო, რომ ის საკმაოდ დიდი ხანია დაუმარცხებელია. მას გრძელი წაუგებელი სერია აქვს და უკიდურესად კარგად აკეთებს ილეთების კომბინაციას. ასევე არაჩვეულებრივად იცავს თავს თეიქდაუნებისგან“, - თქვა მახაჩევმა.
შეგახსენებთ, რომ დელა მადალენასა და მახაჩევის ჩხუბი ოფიციალურად ჯერ არ არის ჩანიშნული, თუმცა UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ ისლამთან დაკავშირებით მალე საინტერესო სიახლეს გაავრცელებს.
გეტყვით ასევე, რომ 28 წლის ჯეკის დებიუტი შერეულ ორთაბრძოლებში 2016 წელს შედგა, UFC-ში კი 2022 წლიდან ასპარეზობს და მას შემდეგ ჩატარებული რვა ბრძოლიდან რვავე მისი გამარჯვებით დასრულდა.
ავსტრალიელმა საჩემპიონო ქამარი მაისში მოიპოვა, როდესაც ბელალ მუჰამადი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.