„სხვას რას იტყოდა?!“ | თოფურია ხაბიბ ნურმაგომედოვის განცხადებას გამოეხმაურა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ილია თოფურია, ლეგენდარული მებრძოლის, ხაბიბ ნურმაგომედოვის განცხადებას გამოეხმაურა. „არწივმა“ აღნიშნა, რომ ჯეკ დელა მადალენა ისლამ მახაჩევისთვის „ელ მატადორზე“ უფრო რთული მეტოქეა, რაზეც ილიამ მოკლედ უპასუხა.
„ხაბიბი სხვას რას იტყოდა?! სხვა რა უნდა ეთქვა?! ეს ის ჩხუბია, რომელიც მომავალში ელით და ვერ იტყოდნენ, რომ ილიაზე უფრო მარტივ მეტოქესთან აქვთ ორთაბრძოლა. ეს უნდა თქვას, თორემ ძალიან კარგად იცის, რეალობა როგორია.
გვაქვს თუ არა ურთიერთპატივისცემა? პატივისცემა ყოველთვის არსებობს. როგორ არ უნდა სცე პატივი ადამიანებს, რომლებიც თავიანთი ოცნებისთვის იბრძვიან და თავდაუზოგავად მუშაობენ?! მეორე მხრივ, როდესაც კონკურენტუნარიანობაზე მიდის საუბარი — საკუთარ თავსა და სხვას შორის — საკუთარ თავს ავირჩევ.“
შეგახსენებთ, რომ დელა მადალენასა და მახაჩევის ჩხუბი ოფიციალურად ჯერ არ არის ჩანიშნული, თუმცა UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ ისლამთან დაკავშირებით მალე საინტერესო სიახლეს გაავრცელებს.