გიორგი მამარდაშვილი, ირჟი დუდეკი
Aa
Aa

„ლივერპულის სტილს კარგად მოერგება“ - დუდეკმა მამარდა შეაქო

ვეტერანმა პოლონელმა მეკარემ, იერჟი დუდეკმა გიორგი მამარდაშვილისა და ალისონ ბეკერის შესახებ ისაუბრა. დუდეკმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის, ალისონი გუნდში პირველი ნომერი იქნება, თუმცა მამარდაშვილს ყველა თვისება აქვს, რომ მომავალში გუნდის მთავარი მეკარე იყოს.

რას ამბობს დუდეკი:

„ვფიქრობ, მამარდაშვილს ყველა საჭირო თვისება აქვს, რომ „ლივერპული“ ღირსეულად წარმოადგინოს. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ალისონი პირველი ნომერია, მაგრამ ქართველმა იცის, რა უნდა გააკეთოს. ის მაღალი დონის მეკარეა, ბრწყინვალე რეაქცია აქვს, რთულ დარტყმებს იღებს და ფეხით კარგად თამაშობს. ვფიქრობ, ლივერპულის სტილს კარგად მოერგება“.

„ლივერპულში“ გადასვლის შემდეგ, მამარდაშვილმა ორ ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორივე შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა. ქართველი მეკარე ახლა გუნდთან ერთად ჰონკ-კონგში იმყოფება, სადაც ამხანაგურ შეხვედრაში 25 ივლისს ჯერ მილანს, 30 ივლისს კი იოკოჰამას შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ზოგჯერ ეს მაღიზიანებდა“ | კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი ხვიჩაზე
„ზოგჯერ ეს მაღიზიანებდა“ | კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი ხვიჩაზე