ტონი ფერგიუსონი, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„გარკვეული პერიოდი ამ დივიზიონში უნდა დარჩეს“ - ფერგიუსონის რჩევა ისლამს

ისლამ მახაჩევის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, დაეთმო მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი და ძალები ქვესაშუალო წონაში მოესინჯა, დიდი რეზონანსი მოჰყვა. ბევრი თვლის, რომ დაღესტნელმა მებრძოლმა სერიოზულად გარისკა და არაჩვეულებრივ ფორმაში მყოფ ჯეკ დელა მადალენას ვერ გაუმკლავდება, რის შემდეგაც იძულებული გახდება თავის ჩვეულ წონას დაუბრუნდეს. ამ ყველაფერს მას ნამდვილად არ ურჩევს ტონი ფერგიუსონი, რომელმაც ისლამთან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ისლამს ერთ რჩევას მივცემ და ვიცი, რომ ამას აზრი აქვს, რადგან ჩემს რჩევებს ყველა ითვალისწინებს. ვფიქრობ, მისი კარიერისთვის კარგი იქნება, თუ ქვესაშუალო წონაში გარკვეული ხნით დარჩება და მხოლოდ ჯეკ დელა მადალენასთან ბრძოლით არ შემოიფარგლება. ნებისმიერმა სპორტსმენმა იცის, რომ როდესაც წონას იმატებ, სხეული ამასთან ადაპტაციას თავიდანვე ვერ ახდენს. ამ ყველაფერს მართვა სჭირდება და ორგანიზმზე არის დამოკიდებული.

რამდენიმე დღის წინ UFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენა უაითმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ისლამ მახაჩევთან დაკავშირებით შერეული ორთაბრძოლების მოყვარულები სიახლეებს შეიტყობენ. ვარაუდობენ, რომ ისლამისა და ჯეკ დელა მადალენას საჩემპიონო ჩხუბი ნოემბრისთვის ჩაინიშნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შანსს არ მივცემ, მირჩევნია ქამარი დავთმო“ - თოფურია VS ცარუკიანი გრძელდება
„შანსს არ მივცემ, მირჩევნია ქამარი დავთმო“ - თოფურია VS ცარუკიანი გრძელდება