ჰაინკესის ბაიერნი პირველია | 21-ე საუკუნის საუკეთესო გუნდების რეიტინგი
Aa
Aa

ჰაინკესის ბაიერნი პირველია | 21-ე საუკუნის საუკეთესო გუნდების რეიტინგი

ESPN-მა 21-ე საუკუნის საუკეთესო გუნდების რეიტინგი წარმოადგინა. გამოცემამ კრიტერიუმებად ევროპის წამყვან ლიგებში კლუბების ასპარეზობა და საშუალო სტატისტიკური მაჩვენებლები აიღო, მაგალითად, საშუალოდ მატჩში დაგროვებული ქულები, გატანილი და გაშვებული გოლების სხვაობა. ამის შემდეგ გუნდებს ბონუს-ქულები დაერიცხა ჩემპიონთა ლიგის მოგების, ფინალში, ნახევარფინალში, მეოთხედფინალში და მერვედფინალში გასვლისთვის.

სიაში პირველ ადგილზე 2012/13 წლების სეზონის „ბაიერნია“, რომელმაც იუპ ჰაინკესის ხელმძღვანელობით ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

საუკეთესო გუნდების ხუთეულში ასევე მოხვდნენ 2014/15 წლების სეზონის „ბარსელონა“, 2011/12 წლების სეზონის „რეალი“, 2010/11 წლების „ბარსელონა“ და 2018/19 წლების სეზონის „ლივერპული“.

აქვე გეტყვით, რომ „პარი სენ-ჟერმენი“, რომლის რიგებშიც განვლილ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ საფრანგეთის ჩემპიონატი, თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, რეიტინგის ბოლო, 25-ე ადგილზე მოხვდა. რეიტინგი სრულად ასე გამოიყურება:

  1. ბაიერნი, 2012/13
  2. ბარსელონა, 2014/15
  3. რეალი, 2011/12
  4. ბარსელონა, 2010/11
  5. ლივერპული, 2018/19
  6. რეალი, 2015/16
  7. ბაიერნი, 2013/14
  8. ბარსელონა, 2012/13
  9. ბარსელონა, 2011/12
  10. მანჩესტერ სიტი, 2017/18
  11. რეალი, 2014/15
  12. ბაიერნი, 2019/20
  13. ბარსელონა, 2009/10
  14. ბარსელონა, 2015/16
  15. მანჩესტერ სიტი, 2018/19
  16. რეალი, 2016/17
  17. მანჩესტერ სიტი, 2021/22
  18. ლივერპული, 2021/22
  19. ბარსელონა, 2008/09
  20. ბაიერნი, 2015/16
  21. მანჩესტერ სიტი, 2022/23
  22. რეალი, 2013/14
  23. ბარსელონა, 2016/17
  24. რეალი, 2023/24
  25. პსჟ, 2024/25

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბაიერნი მზადაა, რომ დიასში 80 მილიონამდე ევრო გადაიხადოს
ბაიერნი მზადაა, რომ დიასში 80 მილიონამდე ევრო გადაიხადოს