ოლივერ კანი, ფლორიან ვირცი
Aa
Aa

კანი: ბუნდესლიგა მიმზიდველი აღარ არის, რაღაც უნდა შევცვალოთ

ლეგენდარული  ოლივერ კანი ბუნდესლიგის მომავლის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი. მით უფრო, მას შემდეგ, რაც ფლორიან ვირცმა „ბაიერნის“ ნაცვლად „ლივერპული“ აირჩია და 100+16 მილიონად ინგლისში გადავიდა.

„ზოგიერთი სიგნალი აშკარად არაეფექტურია. ვირცის მაგალითიც საკმარისია: ის ბაიერნში არ გადავიდა და ინგლისში ითამაშებს. თავიდან ძალიან დამაფიქრებელი იყო, თუმცა მსგავსი რამ აქამდეც არაერთხელ მომხდარა. ჩემს დროს იტალია იყო პოპულარული, ბევრი ტოპ-ფეხბურთელი იქ მიდიოდა, თუმცა ძირითადად კარიერის ბოლოს, და არა ასე ახალგაზრდულ ასაკში.

ეს არსებით კითხვებს აჩენს: ბუნდესლიგა ჯერ კიდევ საინტერესოა ამ დონის მოთამაშეებისთვის? მაგალითისთვის, ბაიერნმა ბოლო 13 სეზონიდან 12 მოიგო - ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია. რაღაც უნდა შეიცვალოს.

ჩემს ეპოქაში ჩემპიონები სხვადასხვა გუნდები ხდებოდნენ - შტუტგარტი, ვერდერი, დორტმუნდი, ვოლფსბურგი. ეს მრავალფეროვნება ტიტულისთვის ბრძოლას ბევრად საინტერესოს ხდიდა და, სხვათა შორის, ლიგის საერთაშორისო რეიტინგსაც ზრდიდა.

მიუხედავად ამისა, ბუნდესლიგა გერმანიაში ძალიან მნიშვნელოვანია, რაც, მაგალითად, სტადიონებზე საშუალო დასწრებითაც ჩანს. თამაშებიც მხატვრულია - ბევრი გოლი, მწვრთნელების უმრავლესობა შემტევ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას. მაგრამ თუ უკანასკნელი ათი წლის მონაცემებს გადავხედავთ - ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ლიგა, კონფერენს ლიგა - ესპანეთს 18–19 ტიტული აქვს, ინგლისს  13, გერმანიას კი მხოლოდ 3. ეს, ცხადია, ძალიან სუსტი შედეგია.

ამიტომ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: ის სანახაობა, რასაც ბუნდესლიგა გვთავაზობს, რეალურია თუ მხოლოდ მოჩვენებითი ეფექტია?

ზოგადად, ბევრ გამოწვევასთან გვაქვს საქმე, როგორც სპორტულ, ასევე ეკონომიკურ დონეზე. გერმანულ ფეხბურთში ბევრ რამეზე გვჭირდება სერიოზული მუშაობა“.

- განაცხადა ოლივერ კანმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები