ჯასტინ გეიჯი, დენიელ კორმიე
Aa
Aa

„დენა დათმობაზე არ წავა“ - კორმიე გეიჯის პენსიას ვარაუდობს

დასტინ პორიეს შემდეგ უახლოეს მომავალში UFC-ში გამოსვლა შესაძლოა კიდევ ერთმა ცნობილმა მებრძოლმა დაასრულოს. საუბარია ჯასტინ გეიჯიზე, რომელმაც შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ულტიმატუმი წაუყენა და დაიმუქრა, რომ თუ მისი მომდევნო შეხვედრა სატიტულო არ იქნება, პენსიაზე გავა. როგორ განვითარდება მოვლენები, ამის შესახებ საკუთარი მოსაზრება ყოფილმა მებრძოლმა, ამჟამად კი ანალიტიკოსად მომუშავე დენიელ კორმიემ გამოთქვა:

„ვფიქრობ, ჯასტინი თავის სიტყვას შეასრულებს და თუ საჩემპიონო ჩხუბს არ მისცემენ, კარიერას დაასრულებს, რაც ძალიან ცუდი იქნება, რადგან შერეული ორთაბრძოლები მისნაირი სპორტსმენების ხარჯზე კიდევ უფრო პოპულარული და სანახაობრივი ხდება. სულ ახლახანს დასტინ პორიე გავაცილეთ და კიდევ ერთი ძირს დადებული ხელთათმანი ზედმეტი იქნება.

გეიჯის პედი პიმბლეტისთან ჩხუბს თუ შესთავაზებენ, ის ამაზე აუცილებლად უარს იტყვის, რაც ძალიან ცუდია, რადგან არა მგონია დენა უაითი ჯასტინთან მიმართებაში დათმობაზე წავიდეს. იცით რატომ? იმიტომ, რომ თავისი არგუმენტები არმან ცარუკიანს და პედი პიმბლეტისაც გააჩნიათ და მათი მოთხოვნებიც სამართლიანია“.

ცნობისათვის, თუ მოხდა სასწაული და გეიჯისთან მიმართებაში დათმობაზე წავიდნენ, მისი მომდევნო მეტოქე მსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დროის ფუჭი კარგვაა“ - სონენი ანკალაევი-პერეირას ბრძოლაზე
„დროის ფუჭი კარგვაა“ - სონენი ანკალაევი-პერეირას ბრძოლაზე