ტონი ფერგიუსონი, ხაბიბ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„მეზიზღებოდა, მამამისმა ჩემგან დაიცვა“ | ტონი ფერგიუსონმა ხაბიბზე ისაუბრა

ტონი ფერგიუსონმა ხაბიბ ნურმაგომედოვზე ისაუბრა, რომელთანაც ჩხუბი რამდენჯერმე ჰქონდა ჩანიშნული, თუმცა ორთაბრძოლა ყველა ჯერზე გაუქმდა. „ელ კუკუი“ არიელ ჰელვანის გადაცემის სტუმარი იყო და განაცხადა, რომ „არწივის“ მამამ, აბდულმანაპმა, ყველაფერი გააკეთა, რათა შვილი მისგან დაეცვა.

„მე და ხაბიბს ერთმანეთი დიდი ხნის განმავლობაში გვეზიზღებოდა. ნურმაგომედოვის მამამ საკუთარი შვილი დაიცვა და ჩემთან ახლოს არ მოუშვა. მათ იგრძნეს, რა საფრთხე ელოდებოდათ და აბდულმანაპმა გააკეთა ის, რასაც ყველა მზრუნველი მშობელი აკეთებს — შვილი საფრთხეს აარიდა.

ხაბიბი ჩემთან არასდროს იჩხუბებდა. ვერც ის და ვერც კონორი გაბედავდნენ, რომ ოქტაგონში ჩემთან ერთად შემოსულიყვნენ. მათში შიში ჩავნერგე, როდესაც პეტისს ვეჩხუბე — იმ საღამოს სამივე მათგანს დავამარცხებდი.“

შეგახსენებთ, რომ ტონი ფერგიუსონი კრივში გადავიდა და ნათანიელ ბუსტამანტესთან, იგივე „სოლტ პაპისთან“ იჩხუბებს. „ელ კუკუიმ“ UFC მას შემდეგ დატოვა, რაც წააგო ჯასტინ გეიჯისთან, ჩარლზ ოლივეირასთან, ბენილ დარიუშთან, მაიკლ ჩენდლერთან, ნეით დიაზთან, კინგ გრინთან, პედი პიმბლეტთან და მაიკლ კიეზასთან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძე პარიზში? | RMC Sport-ი ჩაშლილ ტრანსფერზე წერს
მიქაუტაძე პარიზში? | RMC Sport-ი ჩაშლილ ტრანსფერზე წერს