18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი 96-ქულიანი სხვაობით დაამარცხა | კალათბურთი
18 წლამდე ქალთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი გიბრალტარის წინააღმდეგ გამართა და დიდი ანგარიშით გაანადგურა.
ნიცა საბადაშვილის 5️6 ქულით საქართველომ, გიბრალტარი 96 ქულის სხვაობით დაამარცხა დაა 18 წლამდე გოგონათა C დივიზიონის ნახევარფინალში გავიდა. შეხვედრა ანგარიშით 131:35 დასრულდა.
ნახევარფინალში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ალბანეთს დაუპირისპირდება, რომელმაც 3-გუნდიან A ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. იქ პირველზე სომხეთი გავიდა, რომელიც ფინალში გასასვლელად მალტას დაუპირისპირდება.
საქართველოსა და ალბანეთის მატჩი 26 მაისს, თბილისის დროით, 21:30 საათზე გაიმართება.