გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

ვუდმენი: ალისონთან და მამარდასთან ერთად ვარჯიში ნამდვილი სიამოვნებაა

„ლივერპულმა“ მიმდინარე ზაფხულს „პრესტონიდან“ 28 წლის მეკარე ფრედი ვუდმენი იყიდა, რომელიც გუნდში მე-3 ნომერი იქნება. ალისონისა და მამარდაშვილის ფონზე, მისი სათამაშო წუთები ძალიან (ძალიან) შემცირდება.

ვუდმენი „ლივერპულის“ ოფიციალურ გვერდს ესაუბრა და აღნიშნა, რომ ალისონთან და მამარდაშვილთან ერთად ვარჯიში ნამდვილი სიამოვნებაა.

„ფანტასტიკური პერიოდი მქონდა აქ. ვფიქრობ, ძალიან კარგად ვიმუშავეთ, განსაკუთრებით ჰონგ კონგში შეკრების დროს. ინტენსიური, შრომატევადი დღეები გვქონდა, ერთმანეთს განვითარებაში ვუბიძგებთ და ვფიქრობ, საუკეთესო თვისებებს ვავლენთ.

ალისონთან ერთად ვარჯიში ჩემთვის ნიშნავს, რომ ერთ-ერთ საუკეთესო მეკარესთან ვმუშაობ. ვცდილობ, მისი თამაშიდან დეტალები ავიღო და ჩემს თამაშში გადავიტანო. იგივეა გიორგის შემთხვევაშიც - ისინი მსოფლიო დონის მეკარეები არიან და დიდი სიამოვნებაა მათთან ყოველდღიურად მუშაობა.

როცა ასეთი დონის მოთამაშეებით სავსე გარემოში აღმოჩნდები, პირველი რასაც აღმოაჩენ არის ის, რომ ჩვეულებრივი, ნორმალური და ძალიან კარგი ადამიანები არიან. სასიამოვნოა მათთან ურთიერთობა როგორც მოედანზე, ისე მის მიღმაც. და როცა ვარჯიში და მატჩები იწყება, მაშინ უკვე მათ დონესა და სტანდარტს ნათლად ხედავ“.

ვუდმენმა „ლივერპულში“ კელეჰერი შეცვალა, რომელიც მამარდას ტრანსფერის შემდეგ „ბრენტფორდში“ გადავიდა, რადგან სათამაშო პრაქტიკა სურდა, რასაც „მერსისაიდელებში“ უკვე ნაკლებად მიიღებდა.

მსგავსი სიახლეები